2008 წლის რუსული აგრესია არ უნდა იყოს წარმოჩენილი იმ პოლიტიკოსების რეკლამისთვის, რომლებმაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს - ეროვნული მუზეუმი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებას ავრცელებს და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გამოფენიდან ამოღებულია  2008 წლის აგვისტოს ომის დოკუმენტური მასალა. მუზეუმი აცხადებს, რომ ამოღებულია და განახლებას საჭიროებს კონკრეტული ვიდეოკოლაჟი, კერძოდ ის ნაწილი, რომელიც "მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვათა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამას წარმოადგენდა"

"საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ და უპასუხისმგებლო ინფორმაციას.
კერძოდ, ზოგიერთ მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გამოფენიდან ამოღებულია დოკუმენტური მასალა, რომელიც ეხებოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს. 

სინამდვილეში, გამოფენიდან 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკა ამოღებული არ არის და ვერ იქნება. რაც შეეხება ერთ კონკრეტულ ვიდეოკოლაჟს, გარდაქმნას და განახლებას საჭიროებს მისი ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვათა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამას წარმოადგენდა, ასევე, განახლებას ექვემდებარება შესაბამისი აპარატურაც. მოცემული პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი აგრესია წარმოჩენილი იყოს არა იმ პოლიტიკოსების რეკლამისათვის, რომლებიც, წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს, არამედ ასახავდეს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის რეალურ ფაქტებს, ახალ თაობას აცნობდეს ქართული ჯარისა და ქართველის ხალხის გმირობის ფაქტებს და, ასევე, შეესაბამებოდეს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს სამართლებრივ ინტერესებს." ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი