საჯარო ლექცია, რომლის ჩაშლასაც ორკები დღეს ბორჯომში ცდილობდნენ, პარლამენტთან მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტთან  "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და ლიბერალური აკადემიის ორგანიზებით საჯარო ლექცია მიმდინარეობს, რომელიც დღეს ბორჯომში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორკების თავდასხმის გამო, ვერ შედგა. 

ლექციის მთავარი თემა  სიტყვის თავისუფლებაა

შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია, რომელიც სასტუმროსთან 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო დაგვიანებით დაიწყო. 

ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი