საგარეჯოს სოფლები დაისეტყვა | დაზიანდა გზები და სახლები

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოსული ჭარბი ნალექისა და სეტყვის  შედეგად, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში,  შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთების, სავარგულებისა და ვენახების ნაწილი. ასევე  დაზიანდა შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. 

 სოფელ კაკაბეთში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახების ერთი ნაწილი.არსებული ინფორმაცით სეტყვა დაახლოებით  10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს,  მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ხვალ დილიდან შესაბამისი კომისიის მიერ  ზარალის აღრიცხვა მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი