მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელს მხარდაჭერა გამოუცხადა და მისი ქმედება გაამართლა

გამოქვეყნდა:

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაამართლა და თავდამსხმელს მხარი დაუჭირა. ესპისკოპოსის განცხადებას სამთავრობო მედიასაშუალებები - იმედი, რუსთავი 2 და POST TV ავრცელებენ:

"მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს), რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს ნეოლიბერალური” ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში", - თქვა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად 
გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე, პარტიის წევრებთან ერთად, ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ ბანაკში მიდიოდა. მოგვიანებით კი, სასტუმროში, სადაც სემინარები უნდა გამართულიყო, მოძალადე ჯგუფები მიიჭრნენ და იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თავს ესხმოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი