ზემო ბოშურში, ადიდებულმა მდინარე ტანამ საბავშვო სკვერთან მისასვლელი ერთადერთი ხიდი ჩაანგრია

გამოქვეყნდა:

ზემო ბოშურში ადიდებულმა მდინარე ტანამ ნაპირები მოანგრია. კალაპოტი სკვერს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩანგრეულია ის ერთადერთი საცალფეხო ხიდიც, რომელიც სკვერთან მისასვლელად მოსახლეობამ თავად გააკეთა. სკვერი საბოლოოდ უფუნქციოდ დარჩა.

გამოცემის ცნობითვე, სკვერი გორის მერიამ 2021 წელს გააკეთა და 10 000 ლარი დახარჯა. ამ თანხით შეიძინეს ატრაქციონებიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი