
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე 2023 წლის 19 ივნისს 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.