ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა თვითდაზიანება მიიყენა

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში, მაღაროელმა პროტესტის ნიშნად ხელზე თვითდაზიანებები მიიყენა. სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დასაქმებულების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ  ერთ-ერთმა  პროტესტის ნიშნად თვალები, ხოლო  რამდენიმე დღის წინ  კიდევ ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა. 

ცნობისთვის, 15 ივნისს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" შესთავაზა გაფიცულებს განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტებიგანცხადებიდან ირკვევა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკება გაიმართა და ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი