იმ სარწმუნოებას არცხვენენ, რომელსაც თითქოს ემსახურებიან - მოძღვარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

თეოლოგები და სასულიერო პირები "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერ, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ძალადობას გამართლება დაუშვებელია და ქრისტიანულ რწმენას ეწინააღმდეგება.

"ეს არის ღიად და ცალსახად ძალადობის წახალისება. როგორ შეიძლება სასულიერო პირმა რაიმე სახის ძალადობა წაახალისო და თქვა, რომ აი დიახაც, პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა და პასუხგაუცემელი ვისგან არ დარჩებოდა კანონისგან, სამართლისგან თუ უბრალოდ კრიმინალური მენტალობის წარმომავლობის ადამიანებისგან. მსგავსი უტიფარი, უწიგნური და შეუსაბამო განცხადებებით ზუსტად იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან და ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, ქრისტეს ჯვარცმას და ჩვენ სიწმინდეს, ჩვენი ქვეყნისას, რომელსაც თითქოს ემსახურებიან", - ამბობს რამინ თარაშვილი, უკრაინის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი.

შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად 
გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე, პარტიის წევრებთან ერთად, ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ ბანაკში მიდიოდა. მოგვიანებით კი, სასტუმროში, სადაც სემინარები უნდა გამართულიყო, მოძალადე ჯგუფები მიიჭრნენ და იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თავს ესხმოდნენ. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი