სოფელ შემოქმედში, 80 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში 80 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას "გურია ტვ" ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა გზად ჭა, რომელიც ამოშენებული არ იყო, ვერ შენიშნა. ოჯახმა ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი