ლავროვის ოჯახის საქართველოში ვიზიტის გაპროტესტების გამო დაკავებულების პროცესი 25 ივლისამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი 25 ივლისამდე გადაიდო. აქციის მონაწილის, გელა ხასაიას ინფორმაციით, სასამართლოზე წარმოდგენილმა მოწმე პოლიციელმა ღიად დაუდასტურა მოსამართლეს, რომ მისთვის რუსების კომფორტის შექმნა იყო მნიშვნელოვანი რის გამოც უმოწყალოდ ურტყეს აქციის მონაწილეებს.  

''ჩემთვის ეს იყო ყველაზე ტრაგიკული სასამართლო პროცესი. მოწმე პოლიციელმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ყვარლის აქციის ამბავს, ღიად დაუდასტურა მოსამართლეს, რომ მისთვის რუსებისთვის კომფორტის შექმნა იყო მნიშვნელოვანი და ამის გამო უმოწყალოდ გვირტყეს ადამიანებს, რომლებიც ოკუპანტების ქორწილს ვაპროტესტებდით.

ასევე მოწმე პოლიციელი, რომელსაც ის უნდა მოეყოლა რაც ახსოვდა, ყველაფერს კითხულობდა მობილურიდან. ტექსტი წინასწარ ჰქონდა გამზადებული, რომ რამე ისეღი არ გამორჩენოდა, რისი თქმაც დაავალა სისტემამ.

რა თქმა უნდა ჩემზე არანაირი კადრი არ არსებობს, რომ რამე კანონი დავარღვიე, მაგრამ მათ ეს არც სჭირდებათ. მიღებული აქვთ დავალება სისტემისგან და მონურად ასრულებენ. სასამართლო გადაიდო 25 ივლისამდე'' - წერს აქტივისტი.

შეგახსენებთ, დღეს  გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ლავროვის შვილის ქორწილის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთი სამოალაქო აქტივისტი რეპლიკის გამო მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი