
ორკვირიანი გაფიცვისა და უკიდურესი პროტესტის მიუხედავად, მაღაროელებმა კომპანიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. პროტესტი თბილისში გრძელდება. "ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებულებმა დღეს პირველად მიიღეს პასუხი კომპანიისგან, რომელიც მზად არის სახელფასო ანაზღაურება მხოლოდ 5 პროცენტით გაზარდოს, რაც შეეხება სამუშაო პირობებს, ადმინისტრაცია თანამშრომლებს ძველი გრაფიკით მუშაობას პირდება, თუმცა ეს შეთავაზება გაფიცულებისთვის მიუღებელი და დაგვიანებულია.
მაღაროელებმა ულტიმატუმიც გააჟღერეს - იმ შემთხვევაში, თუ არ შედგა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, შიმშილობის ეპიცენტრი პარლამენტი მიმდებარე ტერიტორია გახდება.