ჭიათურელმა მაღაროელებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

გამოქვეყნდა:

ჭიათურელმა მაღაროელებებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და ღირსეული სამუშაო პირობებია. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება. 

აქვე, ცნობილია, რომ 20 ივნისს, 16:00 საათზე მაღაროელები და მათი მხარდამჭერები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისისკენ მსვლელობას მოაწყობენ, 18:00 საათზე კი პარლამენტთან აქციას გამართავენ.

ცნობისთვის, 10 მაღაროელი მეცხრე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

ამის შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზმა" განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები 5%-ით გაზარდოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია მათი დაცინვაა.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები, ხვალ, 20 ივნისს 18:00 საათზე პარლამენტთან მორიგ აქციას გამართავენ.

ფოტო: მარი ყანჩაველი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი