
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რუსთავიც. კადრებს, სადაც ქალაქის დატბორილი ქუჩები და გაუმართავი სანიაღვრე ჭები ჩანს, სოციალურ ქსელში "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გიორგი მოსიაშვილი ავრცელებს.
"14 მილიონი ლარი გადავიხადეთ სანიაღვრე სისტემაში :))) რუსთავი ახლა", - წერს ის.
დღესვე, სტიქიის შედეგად დაიტბორა არაერთი ქალაქი და დასახლება, მათ შორის, ქობულეთი და ხარაგაული. პრობლემები შეიქმნა თბილისშიც - დიდ დიღომში გადაადგილება წყლით დაფარული გზის გამო, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.