თელავის რამდენიმე სოფელს შუქი არ აქვს - წვიმამ სანიაღვრე არხი დააზიანა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თელავსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. 

"თელავში სამხედრო დასახლებისა და სპორტსკოლის დამაკავშირებელ გზაზე დიდი ოდენობით  მოსულმა ნიაღვარმა  სანიაღვრე არხის დაზიანება გამოიწვია.
კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი. მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. 
სოფლებში - შალაურში, კისისხევსა და ყარაჯალაში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს  ელექტროენერგია არ მიეწოდება, ადგილზე მობილიზებული არიან ,,ენერგო-პრო ჯორჯიას,, ტექნიკური ჯგუფები და  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები." ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი