სტიქია სიღნაღში - დაიტბორა პირველი სართულები და სარდაფები

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი დაზარალდა. ადიდებულა ხევმა გზები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა და შეფერხდა მოძრაობაც. დროებით შეიზღუდა გადაადგილება სიღნაღი-წნორის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზეც, სადაც მეწყერი და მიწა ჩამოწვა.

განსაკუთრებით რთული ვითარება სოფელ ილიაწმინდაში, მაშნაარსა და საქობოშია. როგორც მოქალაქეები ამბობენ, დაიტბორა სახლის პირველი სართულები და სარდაფები. სრულად განადგურდა სარდაფებში არსებული და ზამთრისათვის გადანახული პროდუქტი.

​დაზიანდა ინფრასტრუქტურაც და ძლიერი ნალექის შედეგად გზებზე ქვა-ღორღი ჩამოვიდა. ​მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მალხაზ ბეგიაშვილის თქმით, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ზარალის დამთვლელი კომისია იმუშავებს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი