გაფიცული მაღაროელები საპროტესტო მსვლელობით "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისისკენ ინაცვლებენ

გამოქვეყნდა:

​გაფიცული მაღაროელები პარლამენტის შენობიდან  "ჯორჯიან მანგანეზის" ცენტრალური ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობით ინაცვლებენ და სკანდირებენ: "ჭიათურას გაუმარჯოს!"

როგორც მაღაროელები ამბობენ, ოფისთან განცხადებასაც გააკეთებენ. მათი მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის ზრდაა. 

მსვლელობის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე აქცია ისევ პარლამენტის წინ გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, უკვე მე-15 დღეა, რაც მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ. მე-9 დღეა მათი ნაწილი შიმშილობს.  ნაწილმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართა - ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები, ხოლო მეორემ პირი ამოიკერა. ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა გაფიცულებმა გუშინ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და ღამე იქ გაათენეს. მოთხოვნები უცვლელია - სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის გაზრდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი