გაფიცული მაღაროელები ხვალიდან, აქციის პარალელურად, შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

ჭიათურელი მაღაროელები ხვალიდან პარლამენტთან აქციის პარალელურად, შიმშილობას გეგმავენ. ამის შესახებ მათ დღეს მიმდინარე აქციაზე ისაუბრეს. მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია - სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის გაზრდა. 

შეგახსენებთ, უკვე მე-15 დღეა, რაც მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ. მე-10 დღეა მათი ნაწილი შიმშილობს - ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები, მეორემ კი პირი ამოიკერა. ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა გაფიცულებმა გუშინ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და ღამე იქ გაათენეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი