ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს თავდაცვის სამინისტროში უდასტურებენ. 

მოგვიანებით უწყებამ განცხადებაც გაავრცელა და აფრასიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. 

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გოდერძი აფრასიძის ოჯახს და ახლობლებს,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი