"გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე" - კინემატოგრაფისტების განცხადება

გამოქვეყნდა:

ქართველი კინემატოგრაფისტები ამბობენ, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან და მიმდინარე კვირაში მათი გეგმების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ. კინოცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოლომდე დაიცავენ ხელოვნებას ცენზურის ვნებით შეპყრობილი პოლიტიკოსებისგან.

"ჩვენ, ქართველი კინემატოგრაფისტები 9 დღის განმავლობაში კონკრეტული მოთხოვნებით ვიკრიბებოდით კინოცენტრთან და ვაპროტესტებდით მიმდინარე საეჭვო რეორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც კულტურის სამინისტროს მასზე კონტროლის გამკაცრება სურს. მოთხოვნების ადრესატი თეა წულუკიანის მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია იყო.

გუშინ, 20 ივნისს ჩვენს ადრესატად თავი კულტურის სამინისტრომ მოინიშნა და ჩვენს სამართლიან მოთხოვნებს შეურაცხყოფით, ცილისწამებით უპასუხა.

ჩვენ კინოცენტრის ამჟამინდელ „მმართველთან“ ურთიერთობის ყველანაირი ბერკეტი გამოვიყენეთ.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე. გეგმების შესახებ კი მიმდინარე კვირაში ყველას მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ხელოვნებას ცენზურის ვნებით შეპყრობილი პოლიტიკოსებისგან," - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ კულტურის სამინისტრომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს "უსაფუძვლო აჟიოტაჟი" უწოდა. როგორც უწყებამ განაცხადა, 10 ივნისს კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 12 ივლისს დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი