
როინ მეტრეველმა "მთავარ არხს" ბოიკოტი გამოუცხადა. ჩვენს გადამღებ ჯგუფს მეცნიერებათა აკადემიაში ღონისძიებაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
"მეცნიერებათა აკადემიამ დაბლოკა მთავარი არხი" - ეს შეტყობინება მეტრეველის თანაშემწემ დღეს მთელი აკადემიის სახლით გადმოგვცა, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.
მეტრეველის გაბრაზების მიზეზი "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტი გახდა, სადაც სატელეფონო ინტერვიუში აკადემიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პრემიერ ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის ხარისხის მინიჭებაზე თანხმობა განაცხადა.
როინ მეტრეველი საბჭოთა რეჟიმის დროს კომუნისტურ პარტიაში, როგორც თავად ამბობს ე.წ. „გავლენიანი ფუნქციონერი“ იყო. 1990-იანი წლებიდან 2004 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან თანამდებობა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დატოვა.
7 ივნისს კი როინ მეტრეველი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე