
"ხვალიდან ჭიათურელი მოშიმშილეების დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და ისინიც დაიწყებენ შიმშილობას", - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა მაღაროელმა ისაუბრა.
მაღაროელების მოთხოვნა უცვლელია - ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურების გაზრდა. აქციას დღეს ჭიათურიდან შეუერთდა მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა.
დღესვე, პარლამენტთან უვადო შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ოთხმა მაღაროელმა. ისინი პროტესტის უკიდურესი ზომების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.