მცხეთასთან მანქანა კედელს შეეჯახა, შემდეგ კი აფეთქდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

მცხეთასთან ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა.

როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი