თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს მოხდა. თუმცა ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც გარდაცვლილის ემიგრანტმა დედამ ამის შესახებ გაიგო. 

ცნობილია, რომ გარდაცვლილს 22 ივნისს მშობლიურ ქალაქში, კასპში გადაასვენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი