
პირველად მესმის თქვენგან - ასე პასუხობს მერი კალაძე ჟურნალისტებს იმ მძიმე ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის შესახებაც გუშინ, 21 ივნისს გახდა ცნობილი.
საუბარია კურიერზე, რომელიც სასამართლომ ტიკ-ტოკზე განთავსებული ვიდეოს გამო დააჯარიმა.
ირაკლი მილაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ავტობუსის ზოლში პოლიციისა და მერიის მანქანების გადაადგილებას აკრიტიკებდა. ამის შემდეგ მილაძეზე პოლიციამ იძალადა - "ოთხი პოლიციელი მირტყამდა... მეხუთე ვიდეოს იღებდა, რომ კალაძისთვის და ღარიბაშვილისთვის გაეგზავნათ" - ამბობს მილაძე "მთავარ არხთან".
ფიზიკური ძალადობის გარდა, მილაძე სასამართლომაც დააჯარიმა და 4000 ლარის გადახდა დააკისრა.
ვრცლად: