მითხრეს, რომ არ მაპატიებენ კალაძის გინებას არც "მენტები", არც ძველი ბიჭები და დამეტოვებინა ქვეყანა - ნაცემი კურიერი

გამოქვეყნდა:

კურიერი, რომელიც ტიკ ტოკზე გავრცელებული ვიდეოს გამო ჯერ სცემეს, შემდეგ კი სასამართლომ დააჯარიმა, "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებასაც სთხოვდნენ. ირაკლი მილაძის თქმით, ვიდეოს სოციალურ ქსელი დადებიდან მალევე მას პოლიცია სახლთან დახვდა, მანქანაში ჩასვეს და სცემეს, ხოლო მოგვიანებით, კალაძის გარემოცვასთან დაახლოებული ნაცნობი დაუკავშირდა და გადასცა, რომ "კალაძის გინებას არავინ აპატიებდა". 

"ადამიანმა, რომელთანაც 10 წელი არ მქონია შეხება მომწერა და მითხრა,რომ შეწუხდა ჩემი მდგომარეობით და არ მაპატიებენ მე არც კალაძის გინებას არც "მენტები", არც ძველი ბიჭები და თუ მაინცდამაინც ვაპირებდი ასე გამეგრძელებინა სამოქალაქო აქტიურობა, ქვეყანა უნდა დამეტოვებინა" ამბობს მილაძე "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას.

შემთხვევა 2022 წლის დეკემბერში მოხდა. მილაძე ამბობს, რომ ვიდეო, სადაც მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა, 9 დეკებრეს ჩაწერა - "კალაძე ამტკიცებდა, რომ თითქოს ყველაზე მაგარი სატრანსპორტო პოლიტიკა ჰქონდა ევროპის მასშტაბით, რაზეც შევიგინე, რომ მტყუნის დედა, რაც ასე არ არის" ამბობს მილაძე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულად კალაძე არ შეუგინებია.

"2 დღის განმავლობაში გინებიდან, მიმდინარეობდა თვალთვალი, ჩემ სახლთან 2 მანქანით მოდიოდნენ ადამიანები, აკვირდებოდნენ ჩემს გადაადგილებას და 10 თუ 11 დეკემბერი იყო როდესაც გამოვედი ჩემი მოტიციკლეტით და მარშალ გელოვანის გამზირზე მოვდიოდი, გავჩერდი "აგროჰაბის" ტერიტორიაზე, ჩერდება სამოქალაქო მანქანა, გადმოდიან პოლიციელები, მაჩვენებენ ქსივას და მეუბნებიან, რომ ვანახო პირადობა." იხსნებს მილაძე.

ამის შემდეგ, კურიერი სამართალდამცველებმა მანქანაში ჩასვეს და მასზე ძალადობა დაიწყეს: 

"გვერდზე დამიჯდა 2 პიროვნება. ერთ-ერთს პოლიციის ფორმაც ეცვა, დახურეს კარები და მეხუთე პოლიციელი წინა კარიდან იღებდა ვიდეოს, როგორ მირტყამდნენ, როგორ მთხოვდნენ ბოდიშის მოხდა გინებისთვის. კონკრეტულად არ უთქვამთ ვისი მისამართით. ამბობდნენ, რომ არავინ მაპატიებდა ამ გინებას და მომავალში ხისტად გამცემდნენ პასუხს" იხსენებს მილაძე. 

მისი თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მასზე ფიზიკური ძალადობა აღარ ყოფილა, ექიმმა კი სახის არეში დაზიანებები დააფიქსირა, თუმცა საქმე ექსპერტიზამდე აღარ მისულა. რაც შეეხება გამოძიებას, როგორც კურიერი ამბობს, მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო, თუმცა 1 თვის წინ უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ "საქმე მორჩა" და პოლიციის მხრიდან ძალადობა არ გამოიკვეთა.

თავად კალაძე ამ საკითხთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ მისთვის არაფერია ცნობილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი