უამინდობა ჩხოროწყუში - გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე გადმოვიდა
გამოქვეყნდა:
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, უხვი ნალექის შედეგად, მდინარე გადმოვიდა. წყალი ეზოებში შევარდა და სავარგულები და ნათესები დატბორა. დატბორილია რამდენიმე სახლის პირველი სართულიც. ამჟამად სოფელში აღარ წვიმს.