"2019-21 წლებში "გერას" რუსული ორგანიზაციებისგან მიღებული აქვს დაახლოებით მილიონ 400 ათასი დოლარის ინვესტირება..." | გიგა კობალაძე მტკიცებულებებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

ვის ინტერსებში შედის ინტელექტის ოკუპაცია საქართველოში? საავტორო უფლებების ასოციაცია გერას ბრალდებებს პასუხობს - გიგა კობალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "გერა" რუსეთისგან ფინანსდება და შესაბამის მტკიცებულებებს ასაჯაროებს.

კობალაძის თქმით, კანონპროექტი რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ამ ცვლილებეს ერთადერთი მიზანი აქვს - პოლიტიკურ კონტროლს დაექვემდებაროს საავტორო და მომიჯნავე უფლებების თემა. თავის მხრივ კი "გერა" გამორიცხავს რუსეთთან კავშირს და საავტორო უფლებების ასოციაციას ფინანსურ დარვევებში ადანაშაულებს. 

ჩვენ გავასაჯაროეთ დაფინანსების მტკიცებულებები, სადაც მხოლოდ 2019-2021 წლებში "რაოსგან" და კიდევ ორი რუსული ორგანიზაციისგან "გერას" მიღებული აქვს დაახლოებით მილიონ 400 ათასი დოლარის ინვესტირება... კანონი რომ არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რომ არღვევს ავტორთა პრინციპებს, რომ ეწინააღმდეგება ევროდირექტივებს, ორი ევროდირექტივაა ჩვენს სფეროში 2014 და 2019 წლებში მიღებული, ეს ჩვენი დასკვნა არ არის. ეს გახლავთ სამი წამყვანი, მსოფლიოს ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ორგანიზაციების ამ სფეროში დასკვნები, რომლებიც ორჯერ გაეგზავნა პარლამენტს..., - ამბობს საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

სტუდია მონიტორი კი ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს და წერს: ნახეთ, მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ პროცესებს მართავს".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი