წალენჯიხის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.

ცნობილია, რომ შემთხვევს შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. ოჯახის ერთ-ერთი წევრი კი შემთხვევის გამო შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი