
საპროტესტო მსვლელობა მუხიანში - მოსახლეობა საფეხბურთო სტადიონზე კორპუსის აშენების შესახებ მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
ინფორმაციას ''ჩემი ქალაქი მკლავს'' ავრცელებს და წერს, რომ მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა მუხიანისთვის ცენტრალური პარკის გაშენებაა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ცნობისთვის, მუხიანში ამ საკითხზე პროტესტი უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.