
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის ინფორმაციით, 27 ივნისს 20:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.
როგორც გრიგორიადისი სოციალურ ქსელში წერს, აქცია იქნება სახალხო, მოთხოვნა კი რუსული რეჟიმის
დანგრევა.
"27 ივნისი. იგეგმება აქცია, პარლამენტის წინ, აქცია იქნება სახალხო, მოთხოვნა, რუსული რეჟიმი უნდა დაინგრეს, მერე ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი გვეყოლება, დასაწყისი 20:00", - წერს გრიგორიადისი.