
ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ხანძარია. როგორც რეგიონული მედია "ბათუმელები" წერს ცეცხლი მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გამწოვ მილში გაჩნდა.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: ბათუმელები