
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სოფლების, მოსაბრუნის, იგივე რაზდახანი და პერევის საგუშაგოები 3 დღით ჩაკეტეს - ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს და წერს, რომ შეზღუდვები 24- 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
КГБ-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს "საქართველოს პროდასავლური ძალების გააქტიურება, რომლებიც ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ".
„ამ კუთხით სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხე რჩება სხვადასხვა სახის პროვოკაციების გზით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.