უკრაინაში კიდევ ორი ქართველი გმირი, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი - ორივე საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა.  

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი "მთავართან" ყვება, მალხაზ კვიჟინაძე ლისიჩანსკის მიმართულებით დაიღუპა. 

ჩვენ ვიბრძვით ლისიჩანსკის მიმართულებით. ნაღმმტყორცნი დაეცა სანგარში. მალხაზი კვიჟინაძე ქუთაისიდან. შვილები დარჩა მარტო, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავს 4 შვილის მამა იყო. პატრიოტი ბიჭი, ჩამოვიდა ჩვენს გვერდით იბრძოდა პირველივე დღიდან, გამოცდილი სამხედრო იყო. ომის დაწყების დღიდან ერთად შემოვედით, ერთად ვიბრძოდით. ერთი პერიოდი ზარინით იყო მოწამლული", - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მთავართან სატელეფონო საუბარში.

სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ფრონტის ხაზიდან დაღუპულების ცხედრები ამ წუთებში გამოჰყავთ თანამებრძოლებს, მათ სამშობლოში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ომის დაწყების დღიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიას 47 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი