​​​​​​​კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 მცირეწლოვანია

გამოქვეყნდა:

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის, 1 მცირეწლოვანი დაშავდა. შემთხვევა თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა.

მძღოლი და 4 მგზავრი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.

ავტორი: ია გულიაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი