რამდენიმე საათში დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის, რომლის დანახვაც ტელესკოპით იქნება შესაძლებელი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ინფორმაციით, 26 ივნისს 03:00 საათზე დედამიწას ასტეროიდი 2023 MU2, ჩაუვლის.

NASA-ს ცნობით, ციური სხეულის დიამეტრი 3,9-დან 8,8 მეტრამდეა. მოსალოდნელია, რომ ასტეროიდი დედამიწას 215 ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება.

საფრთხე, რომ ასტეროიდი დედამიწას შეეჯახოს, არ არსებობს. 

ციური სხეული 16 ივნისს აღმოაჩინეს. ასტეროიდი 2023 MU2 დედამიწას იმდენად ახლოს ჩაუვლის, რომ მეცნიერები ტელესკოპით მის უკეთ დანახვას და უკეთ შესწავლას შეძლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი