2020-2021 წლებში ახმეტის მერიამ 15 ა(ა)იპ-ს 11.4 მლნ ლარი დაახარჯა | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2020-2021 წლებში ახმეტის მერიამ 15 ა(ა)იპ-ს 11.4 მლნ ლარი დაახარჯა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია,  ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 1,025 ადამიანის უდრიდა, რაც მთლიანი ადმინისტრაციული რესურსის 87%-ს უტოლდება.

გარდა ამისა, ახმეტის მერიამ 182,000 ლარი დახარჯა იმ 20 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაში, რომელთა ფუნქციები დუბლირებული იყო და ამავდროულად სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობდნენ.

"ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 1,025 ადამიანის უდრიდა, რაც მთლიანი ადმინისტრაციული რესურსის 87%-ს უტოლდება. ახმეტის მერიამ 182,000 ლარი დახარჯა იმ 20 თანამშრომლის შრომის ანაზღაურებაში, რომელთა ფუნქციები დუბლირებული იყო და ამავდროულად სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობდნენ.

იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი კანონდარღვევით მუშაობდა როგორც ა(ა)იპ სოციალური სახლის მძღოლად, ამავე დროს ახმეტის მერიაში ტექნიკურ სპეციალისტად. მერიამ 2020 წელს ხელოვნურად გაჰყო ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახური ორ ნაწილად, რათა დასაქმებულთა რაოდენობა გაეზარდა.

აღსანიშნავია რომ 2020-2021 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში შესაბამისად 8,045 და 9,410 ადამიანი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარებეში, რაც მთლიანი მოსახლეობის 25%-ზე მეტია. იმავე წლებში, ღარიბი მოსახლეობის სოციალური კვების პროგრამაში ჯამში 839,500 ლარი დაიხარჯა, რაც 13-ჯერ ნაკლებია ამ წლებში ა(ა)იპ-ების დაფინანსების ოდენობაზე" - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი