
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ცალმხრივად დაკეტილი ენგურის ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა. მოქალაქეები დღეს ე.წ. მესაზღვრეები შერჩევითად ატარებდნენ.
შეგახსენებთ, ენგურის ცენტრალური ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი 25 ივნისს ცალმხრივად ჩაკეტა. რუსმა ოკუპანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ერთად, "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ მიიღეს.