ქარელში ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება ღონისძიებებზე პოლიტიკური ნიშნით ბლოკავს

გამოქვეყნდა:

ქარელში, ცეკვის ანსამბლ "ყინწვისის" ხელმძღვანელი, პატიკო ხურცილავა წერს, რომ ადგილობრივი მთავრობა ღონისძიებებზე პოლიტიკური ნიშნით ბლოკავს. მისი თქმით, ანსამბლი ორი ათწლეული წელია ქარელში მოღვაწეობს და დაკომპლექტებულია ადგილობრივი ბავშვებით. 

ხელმძღვანელი წერს, რომ 50 ბავშვი იჩაგრება მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

"ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ინტენსიურად ატარებს ღონისძიებებს და კონცერტებს სადაც მონაწილეობას იღებენ რაიონის მასშტაბით მოღვაწე სიმღერის, ცეკვის,სალოტბარო თუ ხელოვნების სხვადასხვა ანსამბლები და ჯგუფები.

ვინაიდან და რადგანაც მე არ ვარ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მაიგნორებენ და მთელ ანსამბლს აიგნორებენ. (სტილი დაცულია) ჩემთან დადიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ბავშვები!

პატარები საყვარლები და მშრომელები. მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა! როგორც ჩემებს ისე სხვისებს უყვართ მშობლები,მეგობრები, სპორტი, კონცერტები, ფესტივალები, მაყურებელი, ოვაციები და ასე შემდეგ.

დღეს სრული პასუხისმგებლობით ვიძახი რომ ბავშვები ვინც დადიან ჩემთან ანსამბლში (50 ბავშვი) იჩაგრებიან ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო.

უკვე დიდი ხანია აღარ გვეძახიან რაიონში ჩატარებულ არცერთ ღონისძიებაზე!!! ყველას გრცხვენოდეთ ვინც ამ ბოროტებაში მონაწილეობთ! არ დაგავიწყდეთ რომ სიჩუმეც დანაშაულია…

იყო დრო როცა ქარელში ანსამბლი "ყინწვისი" ხსნიდა და ხურავდა ღონისძიებებს. იმის მერე ჩვენ კიდე უფრო გავალამაზეთ ჩვენი პროგრამა და ცეკვები. რატომ აღარ გვეძახით კონცერტებზე?" - წერს ხურცილავა.

ის ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მსგავსი მიდგომით მომავალ თაობას აზიანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი