თამარ მეფის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის პავილიონის ადგილას ფასიანი პარკირება გაიხსნა

გამოქვეყნდა:

თამარ მეფის გამზირზე მდებარე ძველ კინოსტუდიის პავილიონის ადგილას ფასიანი პარკირება გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ''მაუწყებელი''  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კინოსტუდიის პავილიონი ''სოდი ივენსტმენტი''-ის საკუთრებაშია, რომლის დირექტორიც ირაკლი ალასანიაა. 

"თამარ მეფის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის პავილიონის ადგილზე ფასიანი პარკინგი გაიხსნა.

როგორც ცნობილია, მოცემულ ადგილს "სოდი ივენსტმენტი" ფლობს, რომლის დირექტორიც ირაკლი ალასანიაა.

კინოსტუდია "ქართული ფილმის" მთავარი და ყველაზე დიდი პავილიონი აგებულია 1927-30 წლებში არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლის მიერ და წარმოადგენს ქართული კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს.

შენობა 2018 წელს, 7 მილიონად იყიდებოდა. კინოსტუდიის პავილიონი ისტორიული ძეგლია და კონკრეტული ცვლილებების განსახორციელებლად მფლობელს კულტურის სამინისტროს თანხმობა სჭირდებოდა" - წერს მაუწყებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი