ლევ მოგილევსკი - ლევან მამალაძის მეორე სახელი | შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანს თაღლითობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანს, გასამართლებულს, სამშობლოდან გაქცეულ სახელმწიფო მოხელეს და "ქართული ოცნების" პირობებში კვლავ საქართველოში დაბრუნებულ ლევან მამალაძეს ისევ თაღლითობაში ადანაშულებენ.

ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" ჩაატარა აჩვენებს, რომ ერთ-ერთმა უცხოელმა ბიზნესმენმა მამალაძის რჩევით საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. გააშენა ნუშის ბაღი, რომელიც ახლა მილიონებად ფასობს, მაგრამ ახლა ინვესტიციის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ლევან მამალაძე და მისი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის მითვისებას ცდილობენ. ინვესტორმა კი მხოლოდ გამოძიების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მრჩეველი და პარტნიორი, რომელსაც ლევ მოგილევსკის სახელით იცნობდა, სინამდვილეში კორუფციის ბრალდებით გასამართლებული მამალაძეა.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი