"ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს და ჩამოერთვას ლექციების წაკითხვის უფლება" | მეუფე გიორგი ჯამდელიანი

გამოქვეყნდა:

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი და წმინდა სინოდის წევრი მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლევან ბერძენიშვილისთვის სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. 
ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბერძენიშვილი თავისი ლექციებით წამლავს მომავალ თაობებს.

"როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის – ერეკლე ||-ს შეურაცხყოფა და მისი ისტორიული ღვაწლის დაკნინება ქვეყნის წინაშე. ამჯერად, იგი გადავიდა წმინდანების შეურაცხყოფაზე, რითაც ის კიდევ ერთხელ შეეხო ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს! ეს პიროვნება ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს, წამლავს მომავალ თაობებს! მას უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და “მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ" - წერს  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი