"ქართველობას არ გართმევთ და ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას"- გლდანის პარკის ადმინისტრაცია ქოლგებზე

გამოქვეყნდა:

გლდანის პარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაწყებულია პარკის გადახალისების სამუშაოები და ფერადი ქოლგების ჩამოხსნაც, ამას უკავშირდება:

"ძვირფასო გლდანელებო, მოგმართავთ გლდანის პარკის ადმინისტრაცია დიდი სიყვარულით და პატივისცემით 
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მომხმარებელთა თხოვნითა და ჩვენი დიდი სურვილით დაიწყო გლდანის პარკის გადახალისების გარკვეული სამუშაოები, მაქსიმალურად ვცდილობთ ბავშვებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ადამიანს ვინც სტუმრობს ჩვენს პარკს სასიამოვნო გარემო დავახვედროთ.
დღევანდელი პარკის მდგომარეობა კოვიდის პერიოდის სამწუხარო შედეგია და როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს დიდი სურვილი და გარკვეული მზაობა დავუბრუნოთ პარკს სიხალისე.
ახლა კი, რაც შეეხება აღნიშნულ ქოლგებს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში,  ეს არის გადახალისების ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი, ქოლგების ცნობილი დეკორაცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით, ვიმეორებთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეკორაცია, ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას, თქვენ ჩვენ  ქართველობას არ გართმევთ და მოდით ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას.
მადლობა ყურადღებისთვის 
პ.ს. თან დართულია ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქუჩიდან და ასევე ჩვენი დეკორაციის ფოტო მომხმარებლის მიერ გადაღებული 
აქვე აღვნიშნავთ, რომ დეკორაციის აწყობა არ არის დასრულებული ჩვენს პარკში ‼️" აცხადებს პარკის ადმინისტრაცია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი