სტიქია სამეგრელოში - 12 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

გამოქვეყნდა:

სტიქია სამეგრელოში - გარე სამყაროს მოწყვეტილია 12 ოჯახი, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, შეზღუდულია  ბუნებრივი აირის მიწოდებაც. რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. სოფელ საჩინოს ნაგურუს უბანში, ადიდებულმა მდინარე ინწირამ  წაიღო  ხიდები, ბოგირები, შიდა საუბნო გზები, დატბორა სახნავ -სათესი და საკარმიდამო ნაკვეთები. დანგრეულია ხიდი და მოსახლეობამდე მისასვლელი ერთადერთი გზაც.

მოსახლეობასთან ვერ მიდის ვერც სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ჭირს მოსახლეობამდე საკვების მიწოდებაც. 

სიტუაციას ადგილზე გაეცნო ადგილობრივი ხელისუფლება, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, იგეგმება დროებითი ხიდის ქონსტრუქციის დამონტაჟება, უახლოეს მომავალში კი დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი