ხაშური-აწყურის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ13 - კმ17 და კმ24 - კმ25 მონაკვეთებზე 2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ51-კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი