ასპინძაში, ბრუცელოზით ინფიცირებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ასპინძაში ბრუცელოზით ინფიცირებულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ''სამხრეთის კარიბჭე'' ავრცელებს.

დაავადება სამ სოფელში ზველში, საყუდებელსა და ორგორაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. თუმცა ამ ეტაპზე ყველამ დატოვა კლინიკა და მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. 

შეგახსენებთ, ბრუცელოზი პირუტყვიდან ადამიანზე გადამდები დაავადებაა. მიმდინარე წელს, კი გარდა ადამიანებისა, ბრუცელოზი ათობით პირუტყვს დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი