სამეგრელოში, ტრაქტორს, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, ქვები დაუშინეს

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, ლიას დასახლებაში, ტრაქტორი დააზიანეს, რომელიც არხში გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა. თვითმხილველების ცნობით, ტრაქტორს ქვები "ოცნებასთან" დაახლოებულმა პირმა პროტესტის ნიშნად დაუშინა და მისი ფანჯარაც დააზიანა.

ცნობილია, რომ აღნიშნული ტექნიკა მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი