"დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო" | ომბუდსმენი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო", - ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია საუბარი, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება:

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას ყველა შესაბამისი ნაბიჯი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა, - წერს სახალხო დამცველის აპარატი.

შეგახსენებთ, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, დღეს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს მაღაზიაში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებების გამო ის კლინიკაში მივიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი