The Moscow Times: გენერალი სუროვიკინი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

გენერალი სუროვიკინი დაკავებულია, - ინფორმაციას The Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში რუსული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილის დაკავების საკითხზე უწყებაში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. 

"მასთან დაკავშირებული სიტუაცია ხელისუფლებისთვის „ОК“ არ  იყო, მეტი არაფრის თქმა შემიძლია" - ამბობს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან. The Moscow Times-ს კიდევ ერთი წყარო ეუბნება, რომ როგორც ჩანს, სუროვიკინმა პრიგოჟინის აჯანყების დროს "მხარე აირჩია".

"პრიგოჟინის კონტესტში სიახლეები იქნება. როგორც ჩანს, ამბოხის დროს მან პრიგოჟინის მხარე დაიკავა და კვერ**ებში წაავლეს" - ამბობს ის. კითხვაზე, ახლა სად იმყოფება სუროვიკინი, წყარო პასუხობს: "ამ ინფორმაციას ჩვენს შიდა არხებშიც კი არ ამჟღავნებენ".

გამოცემა წერს, რომ მანამდე, დაკავების შესახებ ცნობები სამხედრო ბლოგერმა, ვლადიმერ რომანოვმა გამოაქვეყნა, რომლის თქმითაც, გენერალი 25 ივნისს, აჯანყების მეორე დღეს დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ უკრაინაში "სპეციალური ოპერაციის" მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი 2022 წლის შემოდგომაზე დანიშნა.

55 წლის სუროვიკინი ნოვოსიბირსკიდანაა. 2013 - 2017 წლებში ის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური იყო. 2017 წლის 31 ოქტომბრიდან კი არის რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი.

სუროვიკინი ტაჯიკეთში შეიარაღებული კონფლიქტის, ჩეჩნეთის მეორე და სირიის ომების მონაწილეა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი