მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

გამოქვეყნდა:

რუსეთის გადამდგარმა პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მყოფი ვერცერთი ადამიანი მედვედევის ოფიციალურ Facebook-გვერდს ვეღარ იპოვის. 

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერა და საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება და უარყოფითი რეაქციები დაიმსახურა. 

"მთავარი" დაინტერესდა, იძებნება თუ არა მისი Facebook-გვერდი სხვა ქვეყნებში. მაგალითად, გერმანიაში. აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, დიმიტრი მედვედევის Facebook-პროფილი გერმანიაში მყოფთათვის ხელმისაწვდომია. 

 

 

 

 

 

 



 


რუსეთის გადამდგარმა პრემიერმინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომს ვრცელი პოსტი 8 აგვისტოს მიუძღვნა. დაწერა, რომ რუსულმა მხარემ "ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს"

2008 წლის  აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი