ამ წუთებში ''ვივა მედის'' კლინიკასთან აქცია მიმდინარეობს. კლინიკასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, რათა მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.
პარალელურად კლინიკასთან სამართალდამცავების მობილიზებაა.